среда, 2 декабря 2009 г.

სასწავლო პროექტი


პროექტი:  ,,ჩემი გურია“

პროექტის მოკლე აღწერა: ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისადმი ინტერესის                       გაღვივება.

გამომეტყველებითი, მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევებზე მუშაობა.

პროექტის სრული აღწერა: ნოდარ დუმბაძის შესწავლილი მასალის გახსენება, დაკვირვება გურულ დიალექტზე ,მუშაობა ,, მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ეპიზოდებზე; იუმორის როგორც პერსონაჟებს შორის თბილი დამოკიდებულებისა და სიყვარულის საშუალებაზე დაკვირვება.

ექსკურსია ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში.

მონაწილეთა ასაკი. 13 წელი, VIII კლასი

ვადები: 2 დღე (პარასკევი -შაბათი)

პროექტის შესაძლო აქტივობები: ჯგუფური მუშაობა. წინასწარ მიცემული ეპიზოდების ინსცენირება. სქემების საშუალებით დაკვირვება გურულ დიალექტზე, შესაბამისად თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების  გამოყენება.

მოსალოდნელი შედეგები:უკეთ გაცნობა ნოდარ დუმბაძის, როგორც კაცთმოყვარე და ჰუმანური მწერლის შემოქმედებისადმი სიყვარულის გაღვივება და ინტერესის აღძვრა მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევების დახვეწა

სარგებელი სხვებისათვის: კონტაქტის დამყარება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებთან ერთობლივი პროექტის მოსამზადებლად ,,გურული დიალექტი და  სალიტერატურო ენის ნორმები“

სამუშაო ენა: ქართული

მონაწილეები: სხვა სკოლიდან: ლანჩხუთის №1 და№2 საჯარო სკოლის მერვეკლასელები

კავშირი სხვა საგნებთან: ქიმია სოდის მიღებაზე საუბარი,(ქიმიის გაკვეთილთან კავშირში ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“)

პროექტის ფასილიტატორი: დიდონა კვირკველია.

ფასილიტატორის ელ–ფოსტა: dodo.kvirkvelia@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий